დღეს, ჰონკონგში, Christie's-ს
აუქციონზე გასაყიდად უიშვიათეს ვარდისფერ ბრილიანტს გამოიტანენ. მისი საწყისი ფასი
8 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება.
მსოფლიოში ერთ-ერთი
უიშვიათესი ბრილიანტი „მარსული ვარდისფერი“ (Martian Pink) 12,04 კარატიანია. იგი იქნება
აუქციონზე გაყიდული ყველაზე მსხვილი ალმასი ისტორიაში. გაყიდვების ორგანიზატორი მისგან
12 მილიონი დოლარის მიღებას ვარაუდობს.
„მარსულმა ვარდისფერმა“
ეს სახელწოდება 1976 წელს, ამერიკელი იუველირის - რონალდ უინსტონისგან მიიღო. ამით
იუველირმა მარსზე ნასა-ს თანამგზავრის გაშვება აღნიშნა. ძვირფასი ქვა არ შეიცავს აზოტს,
რაც ძალიან იშვიათი შემთხვევაა და სწორედ ეს უზრუნველყოფს მისი ფერის მაღალ ხარისხს.
„მარსული ვარდისფერის“
გარდა, აუქციონზე წარმოდგენილი იქნება კიდევ ერთი მსხვილი, უფერო ბრილიანტი, რომელიც
11,85 კარატიანია. მისი საწყისი ფასი 1,7 მილიონი დოლარი იქნება.
internet.ge