ოჩიაური: მიმინოშვილსა და შაშკინს შორის აზრთა სხვადასხვაობა ეროვნულ გამოცდებს უკავშირდება
მმართველი
გუნდის წევრი, ხათუნა ოჩიაური თანამდებობიდან მაია მიმინოშვილის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას კატეგორიულად გამორიცხავს.
როგორც
ჟურნალისტებს ოჩიაურმა განუცხადა, მაია მიმინოშვილსა და დიმიტრი შაშკინს შორის აზრთა სხვადასხვაობა ერთიან ეროვნულ გამოცდებს უკავშირდება.
მისი
თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს საატესტატო გამოცდების შემდეგ, როცა ნდობა გაიზრდება, უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა და დაფინანასების მოპოვება, მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდით იყოს შესაძლებელი, რა მოსაზრებასაც მიმინოშვილი არ იზიარებდა.
„ამ საკითხზე, დისკუსია დიდი ხანია რაც მიმდინარეობს, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ისე უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელობებთან“, – აცხადებს დეპუტატი.
internet.ge