GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გამოცდების შედეგებზე დიმიტრი შაშკინი პერსონალურ პასუხისმგებლობას იღებს
13:55 29.05.2012
დღის სიახლეები

ეროვნული ცენტრის 60- მა თანამშრომელმა, სამსახურიდან წასვლის სურვილი განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა. მათ შორის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიეთობის სამსახურის უფროსმა - მაია გაბუნიამაც.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“- ს გაბუნიამ განუცხადა, სამსახურიდან წასვლის მიუხედავად, კანონის მიხედვით, აღნიშნულ პირებს მუშაობის გაგრძელება ერთი თვის განმავლობაში მოუწევთ.

„ჩვენ რესურსცენტრში იქამდე დავრჩებით, სანამ ახალ კადრებს, ყველა დოკუმენტს და საქმეს არ გადავაბარებთ. რაც შეეხება ჩვენ სამომავლო საქმიანობას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოცდებმა შეფერხებების გარეშე ჩაიაროს“,- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, განათლების მინისტრმა გუშინ რესურსცენტრის თანამშრომლების არც ერთ შეკითხვას არ უპასუხა.

„შეხვედრაზე თანამშრომლებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ მაია მიმინოშვილის გათავისუფლება შეცდომა იყო, რომელიც დააზარალებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ გუშინდელ შეხვედრაზე ბატონმა შაშკინმა ვერ მოიყვანა ვერც ერთი არგუმენტი იმის სადემონსტრაციოდ, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატება მინისტრისა და მაია მიმინოშვილის შეუთავსებლობა. მისი პასუხი იყო - მინისტრი ვარ და ასე ჩავთვალე საჭიროდო“,- დასძინა გაბუნიამ.

ცნობისთვის, გამოცდების ეროვნული ცენტრის 60-მა თანამშრომელმა, სამსახურიდან წასვლის შესახებ, ოფიციალური განცხადება დღეს დაწერა. ამასთან, მიმინოშვილის მხარდამჭერები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოების წინაშე ჩვენი ზნეობრივი ვალი გვაიძულებს განვაცხადოთ, რომ აღნიშნულ პირობებში შეუძლებლად გვესახება ჩვენი მოვალეობის სათანადოდ შესრულება. მიგვაჩნია, რომ ამ ორგანიზაციის ყველა წევრი, მაია მიმინოშვილის ხელმძღვანელობით, პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. დღეს კი, ჩვენს მოქალაქეობრივ ვალად მიგვაჩნია დავტოვოთ დაკავებული თანამდებობები და ამავდროულად, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ დაზარალდეს არც ერთი მოსწავლე, აბიტურიენტი, პედაგოგი. შესაბამისად, მზად ვართ კანონით გათვალისწინებულ ვადებში, არსებული წესის თანახმად, გადავცეთ მონაცემთა ბაზა და შეფასებითი კრიტერიუმები ჩვენს შემცვლელებს. 

მაია მიმინოშვილი შესანიშნავად უძღვებოდა გამოცდების ეროვნულ ცენტრს დღიდან მისი დაარსებისა (2002 წლიდან). გაგებით ვეკიდებით, თუმცა არ ვეთანხმებით მის სურვილს, გავაგრძელოთ მუშაობა ახალ პირობებში. მომავალ გამოცდებში დაფიქსირებულ ნებისმიერ შედეგზე პერსონალური პასუხისმგებლობა თავად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა იკისრა", - ნათქვამია განცხადებაში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნოდარ ხადურმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის რანგში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა1
სამედიცინო პერსონალს ეროვნული ტრენინგ-ცენტრი გადაამზადებს2
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო3
პაატა ბურჭულაძე პოლიტიკიდან წავიდა4
ღლონტი: მედია სრულად გადავა "ქართული ოცნების“ ხელში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X