GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოში დანაშაულის მსხვერპლთა მაჩვენებელი ევროპაზე ცამეტჯერ ნაკლებია
14:50 29.05.2012
დღის სიახლეები

სასტუმრო „თბილისი მარიოტში" დღეს, საქართველოში დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეების, სახელმწიფო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ევროკავშირის წარმოამდგენლობა საქართველოში.

პრეზენტაცია ევროკავშირის ელჩმა, ფილიპ დიმიტროვმა და იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა  გახსნა. დანაშაულის უსაფრთხოების კვლევის მეთოდებისა და შედეგების პრეზენტაცია საქართველოში სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის ჩამოსულმა კრიმინოლოგიის დოქტორმა, ტილბურგის (ნიდერლანდები) საერთაშორისო ვიქტიმოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა იან ვან დაიკმა წარმოადგინა.

დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევა, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა „გორბმა", იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა. კვლევა შეეხება დაფარულ დანაშაულს, მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, საზოგადოების დამოკიდებულებას მართლმსაჯულების სისტემისადმი და სასჯელებისადმი.

კვლევის ფარგლებში გამოკითხეს 3001 რესპოდენტი. შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 1.2% გახდა დანაშაულის მსხვერპლი გასული წლის განმავლობაში, რაც  კიდევ უფრო ნაკლებია, ვიდრე შარშანდელი მონაცემი და დაახლოებით ცამეტჯერ ჩამოუვარდება ევროპის ანალოგიურ მონაცემს (15.8%), გაიზარდა მოსახლეობის უსაფრთხოების განცდა, ასევე გამოკითხულთა 98%-ს არ ეშინია ფიზიკური თავდასხმის, 97%-ს კი აქვს ოჯახის წევრებისა და საცხოვრებლი ბინის უსაფრთხოების განცდა, გამოკითხულთა 94% სეირნობისათვის სახიფათოდ არც ერთ უბანს არ მიიჩნევს, მათი 85% უსაფრთხოდ გრძნობს თავს დღისით, ხოლო 82% - ღამითაც. ეს მონაცემი გასული წლის შემდეგ 15%-ითაა გაზრდილი.

კვლევების მიხედვით, მოიმატა სკოლაში ბავშვის დაცულობის განცდამაც - ეს მაჩვენებელი  2010 წელს 63%-ს შეადგენდა, 2011 – 81%-ს, 2012 წელს კი  92% დაფიქსირდა. ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 81% ნარკომანიის დონეს ქვეყანაში შემცირებულად მიიჩნევს, თუმცა, 79%-ის აზრით, ის კვლავ რჩება პრობლემად.

გამოკითხულთა 59%  მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები მკურნალობას საჭიროებენ და მხოლოდ 7%-მდე თვლის, რომ ნარკომომხმარებლისათვის სავალდებულოა თავისუფლების აღკვეთა. მოსახლეობაში ამ განწყობის არსებობა დაადასტურა ნარკოტიკული დანაშაულის კვლევამაც, რომელიც საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, 2011 წლის ბოლოს განხორციელდა.

მისი შედეგებიდან გამომდინარე, მოხდა ქვეყნის ახალი ნარკოპოლიტიკის შემუშავება, შევიდა ცვლილებები შესაბამის კანონებში, დაიწყო საქართველოში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ბაზალეთზე, სადაც ნარკომომხმარებლებს საშუალება ექნებათ, პროფესიონალი ექიმების, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების დახმარებით ებრძოლონ ნარკოდამოკიდებულებას.

დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება და დანაშაულის შესახებ ოფიციალურ მონაცემებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკური ანგარიშგების ნაწილს წარმოადგენს. მის საფუძველზე განისაზღვრება ვიქტიმიზაციის დონე ქვეყანაში; მოსახლეობის დამოკიდებულება დანაშაულის, სასჯელისა და მართლმსაჯულების სისტემისადმი; დამოკიდებულებები კორუფციისა და ნარკომანიისადმი; მოსახლეობაში დაცულობისა და უსაფრთხოების განცდის ხარისხი და სხვ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს აპოლონ კაკაბაძე უხელმძღვანელებს1
ცესკომ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა2
მანანა მანჯგალაძე: პრეზიდენტმა ახალი გუბერნატორები წარადგინა3
საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები გრძელდება4
„ნაციონალურ მოძრაობას“ ხაშურში მაჟორიტარობის კანდიდატი აღარ ეყოლება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X