გიგი უგულავას 74 წლის გულნარა ბერიძემ თვალზე კატარაქტის ოპერაციის გაკეთება სთხოვა
თბილისის
მერმა გიგი უგულავამ დღეს გლდანში, ვართაგავას ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები
დაათვალიერა. აღნიშნულ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს.
5 4000 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად იგება ასფალტი, გამოიცვალა ბორდიურები და მოეწყო ახალი ტროტუარები. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე 20 ადამიანია
დასაქმებული.
გზის
აღნიშნული მონაკვეთი სოფელ გლდანში წლების განმავლობაში, დაზიანების ხარისხით ყველაზე
მნიშვნელოვანი კერა იყო.
საგზაო
სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, თბილისის მერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
და მათი პრობლემები მოისმინა. მოქალაქეები გიგი უგულავას ძირითადად სოციალურ
და ჯანმრთელობის საკითხებზე ესაუბრნენ. თბილისის მერმა მათ სახელმწიფო დაზღვევის
პროგრამის სიახლეები გააცნო, რომლის თანახმად სახელმწიფოს მიერ, პირველი სექტემბრიდან
დაზღვეული იქნება 6 წლამდე ასაკის ბავშვები და პენსიონერები, რაც მნიშვნელოვანი
სოციალური პროექტია.
მოსახლეობასთან
შეხვედრის შემდეგ, გიგი უგულავა, ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის, 74 წლის გულნარა ბერიძის თხოვნით, პენსიონერს ოჯახში
ეწვია. მოხუცმა ქალბატონმა თბილისის მერს საკუთარი პრობლემები გააცნო და სახლის
გადახურვა და თვალზე კატარაქტის ოპერაციის გაკეთება სთხოვა. გიგი უგულავა
პენსიონერს სახელმწიფო დაზღვევის
პროგრამაში ჩართვამდე, ოპერაციის გაკეთებას მერიის პროექტის დახმარებით დაჰპირდა.
internet.ge