GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბიძინა ივანიშვილი I არხის გუშინდელ განცხადებას პასუხობს
16:28 29.05.2012
დღის სიახლეები

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის საპასუხოდ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის მისამართით ჩემ მიერ გამოთქმულ შენიშვნებს ამ ტელევიზიის მესვეურთა მხრიდან პასუხად მოჰყვა ცილისწამება, თითქოს, მე, მედიაზე და, კერძოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე „ზეწოლის“ კამპანია მაქვს გაშლილი და  საზოგადოებრივ მაუწყებელს ვაშანტაჟებ, როცა ვაცხადებ, რომ საზოგადოების ფულით დაფინანსებული ტელევიზია თავის სათანადო მოვალეობას უნდა ასრულებდეს და არ უნდა ემსახურებოდეს ტყუილის შექმნასა და ტირაჟირებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: ჩემი შენიშვნა ეხებოდა მხოლოდ იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს საზოგადოების ინტერესების გამომხატველი და არა რომელიმე ხელისუფლების ნების აღმსრულებელი და მსახური.

მე  და ჩვენი კოალიცია „ქართული ოცნება“ ვპირდებით ქართულ საზოგადოებას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხის სამსახურში ჩადგეს და მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული იყოს. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რათა თითოეული ჟურნალისტი იყოს თავისუფალი, დაცული, ვეღარავინ აიძულოს ისინი მხოლოდ დიქტორის როლში ყოფნა და აღარ მოუწიოთ რომელიმე ერთი პოლიტიკური გუნდის ინტერესების გატარება. 

ჩვენ პირობას ვაძლევთ ჩვენს ხალხს, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ამ მაუწყებლისადმი ნდობა, იგი რეალურად გახდეს საზოგადოების ყველა ფენის ინტერესების გამომხატველი და იყოს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი“,- ნათქვამია ჰანცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გუშინ  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი  არ დაფინანსდება.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი განაცხადა, რომ ივანიშვილს სურს საზოგადოებრივი მაუწყებელი მისი პოლიტიკური მიზნების სამსახურში იხილოს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფოტორეპორტაჟი: წყალდიდობა თბილისში1
ბიძინა ივანიშვილი გორის აქციაზე პროვოკაციებს არ გამორიცხავს2
ბიძინა ივანიშვილი: დაკავებულ ახალგაზრდებს დროზე ადრე გავათავისუფლებთ3
Google 3D-რუკას წარადგენს4
უკრაინელმა მინისტრმა მშობლიურ ენას „არასაჭირო“ უწოდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X