კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, კომპანია „Global TV” 5 ათასი
ლარით დააჯარიმა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს კომისიის პრეს-მდივანმა ხატია ყურაშვილმა
განუცხადა, დაჯარიმების მიზეზი რადიოსიხშირული სპექტრის ყოველგვარი მინიჭებისა და
ნებართვის გარეშე გამოყენება გახდა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება, კომისიამ გუშინ
გამართულ სხდომაზე მიიღო.
„კომისიაში შემოვიდა წერილი „რეალკომის“ მიერ, რომ რადიოსიხშირული
სპექტრის გამოყენებასთან დაკავშირებით იყო პრობლემები, კომისიამ გადაამოწმა
აღნიშნული ფაქტი, ჩაატარა მონიტორინგი, სადაც დაფიქსირდა, რომ „Global TV” ყოველგვარი
მინიჭებისა და ნებართვის გარეშე იყენებდა რადიოსიხშირეს, რის გამოც, კომისიის
გადაწყვეტილებით, მათ 5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ“,- განაცხადა ხატია
ყურაშვილმა.
internet.ge