Ferrari-ში ამბობენ, რომ ქარხანა არ
დაზიანებულა, თუმცა მისი დახურვა უსაფრთხოების გამო გადაწყვიტეს. სამსახურიდან
დაითხოვა თანამშრომლები Lamborghini-მაც, ასევე მუშაობა
შეაჩერა Maserati-ს ქარხანამაც.
წარმოების განახლებას 30
მაისისთვის ვარაუდობენ, თუ რა თქმა უნდა, ძლიერი ბიძგები კიდევ არ გაგრძელდება.
გუშინ დილის 9:00 საათზე
5,8-ბალიანი მიწისძვრის შემდეგ, ბიძგები მთელი დღის განმავლობაში ფიქისირდებოდა.
დაღუპულთა რაოდენობამ უკვე 15-ს მიაღწია.
მსხვერპლისა და ზიანის გამო იტალიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის
ჩრდილოეთით მომხდარი მიწისძვრების სერიის გამო 4 ივნისი გლოვის დღედ გამოაცხადოს.
ემილია-რომანოს რაიონში ერთი
კვირის განმავლობაში ძლიერი მიწისძვრა უკვე მეორედ მოხდა. 8 ათასი ადამიანი
ევაკუირებულია. არის საშიშროება, რომ ჩამოიშალოს შენობები, რომლებიც არ დანგრეულა,
თუმცა ძლიერი რყევების გამო, მნიშვნელოვნად დაზიანდა.
Internet.ge