„2011 წელს გამოცდებში ჩაჭრილ 600 მოსწავლეს შაშკინმა ატესტატები
გადასცა“- ეს განცხადება გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა მაია
მიმიმნოშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გააკეთა.
მიმინოშვილი ყვება რომ გასული წლის აგვისტოში, ერთიანი ეროვნული გამოცდების
დასრულების შემდეგ, ლოჯისტიკის დეპარტამენტში პრეტენზიით რამდენიმე ახალგაზრდა
მივიდა, რომელთაც ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის პრეტენზია ჰქონდათ, თუმცა მათზე
ატესტატები გაცემული არ იყო.
მისივე განცხადებით, დიმიტრი შაშკინმა ცენტრის თანამშრომლებთან
დააბარა მას, რომ ეს ატესტატები ყალბი იყო.
„დამირეკა შაშკინმა და მითხრა, რომ – სულ დამავიწყდა, რომ ამასთან
დაკავშირებით მე ბრძანება მქონდა გამოცემული და დამავიწყდა გავრცელებაო.
სამინისტრომ გამოაგზავნა ეს ბრძანება და ვკითხულობ ასეთ რამეს – ის მოსწავლეები,
რომლებიც ჩაიჭრნენ გამოსაშვებ გამოცდებზე, ან რომლებიც არ გამოცხადდნენ გამოსშვებ
გამოცდებზე, ასეთ მოსაწვლეებს ეძლევათ სხვა სერიის ატესტატი. ეს საერთოდ
ნონსენსია, იმიტომ, რომ ატესტატი არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. რას ნიშნავს
სხვა სერია გაუგებარია. იდენტურია, რომ შეხედავთ. ერთია – 0105 და მეორეა – 0106
და ამას დავარქმეს სხვა სერიას და იმას დავარქმევ სხვას. გაგრძელება ამ ბრძანების
არის ძალიან საინტერესო. წერია ასეთი რამ, რომ ამ მოსწავლეებს არ შეუძლიათ
საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება, ანუ ვერ მიიღებენ ერთიან
ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას, მაგრამ ამ ატესტატით მათ შეუძლიათ საზღვარგარეთ
სწავლის გაგრძელება. მე თუ მკითხავთ, ეს საერთოდ საერთაშორისო სკანდალია,“ - განაცხადა
მიმინოშვილმა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის განმარტებით, როდესაც
ამაზე განმარტება ითხოვა მინისტრისგან პასუხად მიიღო, რომ ეს გაკეთებული იყო იმათთვის,
ვინც სომხეთსა და აზერბაიჯანში გააგრძელებდა სწავლას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება 28 მაისს მიიღო.
განათლების სამინისტოში განმარტავენ, რომ რეფორმების განხორციელების პროცესში შეიქმნა
პრინციპული შეუთავსებლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია
მიმინოშვილის
პირად პოზიციას შორის.
Internet.ge