GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
12-ე კლასელები მათემატიკის გამოცდას აბარებენ
12:27 30.05.2012
დღის სიახლეები

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ბოლო, მათემატიკის გამოცდას აბარებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოცდების მიმდინარეობას კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში აკვირდებოდა.

კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკურ  სკოლას გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით  სტატუსი აღუდგა და დღეს იგი ერთ–ერთი გამორჩეული საჯარო სკოლაა, სადაც მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები სწავლობენ საქართველოს ყველა კუთხიდან. ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში რეაბილიტირებული პანსიონი ამოქმედდა, სადაც 100–ზე მეტი რეგიონებიდან ჩამოსული  მოზარდი ცხოვრობს.

როგორც შაშკინის უწყებაში აცხადებენ, სკოლას 120–მდე მეთორმეტეკლასელი ჰყავს, მათ შორის ორი – ლაგოდეხელი გიორგი კომახიძე და თბილისელი ჯემალ შენგელია ფიზიკაში საქართველოს ნაკრების წევრები არიან და ზაფხულში საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან. ორივე მათგანმა თავისუფალი უნივერსიტეტის კონკურსში გაიმარჯვა და ფიზიკის ფაკულტეტზე სრული დაფინანსება მიიღო.

კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა–მათემატიკური  სკოლის მოსწავლეებმა ყველა საგანში მაღალი შედეგები აჩვენა, მათ შორის არიან მოსწავლეები, რომელთაც ყველა საგანში 10 ან 9-ზე მაღალი ქულა მიიღო.  ფიზიკის გამოცდაში 50  მოსწავლეს აქვს შეფასება 10.

სამინისტოს ინფორმაციით, მათემატიკის გამოცდა ყველა სკოლაში ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კავკასიელები უდანაშაულო მოსახლეობას თავს დაესხნენ1
„სილქნეტსა“ და „მეცხრე არხს“ შორის ტექნიკური პარამეტრების შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს2
ჩინეთის კედლის სიგრძე აქამდე აღიარებულ ზომას 2,5-ჯერ აღემატება3
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა4
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 26 ოქტომბრისთვის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X