"ყველა ადამიანი თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალია" - ასე
გამოეხმაურა გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილის
თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, მისი მომხრეების სამსახურიდან წასვლის
გადაწყვეტილებას.
როგორც ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ვისაც მასთან მუშაობა არ სურს, არვის დააძალებს.
„ვისაც არ სურს ჩვენთან ერთად გააგრძელოს მუშაობა წავა. ამაში განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ", -
აცხადებს დეკანოიძე.
რაც შეეხება ზაფხულში დაგეგმილ გამოცდებს,
დეკანოიძე პირობას დებს, რომ მისაღები გამოცდები ხარვეზების გარეშე ჩაივლის.
„მე ვიქნები
სახელმწიფოს მხრიდან გამოცდების ხარვეზების გარეშე ჩატარების გარანტი და პირველი დამცველი“,- განმარტა
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
დიმიტრი შაშკინმა მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება 28
მაისს მიიღო.
განათლების სამინისტოში განმარტავენ, რომ რეფორმების განხორციელების
პროცესში შეიქმნა პრინციპული შეუთავსებლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკასა
და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას
შორის.
რაც შეეხება ხატია დეკანოიძეს, განათლების მინისტრმა ახალ
თანამდებობაზე ის დღეს დანიშნა.
წლების მანძილზე დეკანოიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის
აკადემიის რექტორის პოზიციაზე მუშაობდა.
Internet.ge