GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრენეციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
15:15 30.05.2012
დღის სიახლეები

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდამჭერი საგრანტო პროგრამის გამარჯვებული ორგანიზაციის წევრებთან, სამუშაო შეხვედრა გამართეს.

„წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი" იუსტიციის სამინისტროს საგრანტო დაფინანსებით პროექტს ქალაქ ბათუმში ახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია ერთი წლის მანძილზე შეიმუშავებს მშობელთა პოზიტიური სწავლების პროგრამას, ასწავლის ჯგუფებს მოზარდების  ქცევითი და ემოციური პრობლემების იდენტიფიკაციას, ეფექტურ კომუნიკაციას ქცევითი პრობლემების მქონე მოზარდებთან, კრიზისულ სიტუაციებში პრობლემაზე ადექვატურ  რეაგირებას,  რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის პრევენციას.

დღევანდელ შეხვედრაზე „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა" კონკრეტული აქტივობები წარმოადგინა, რომელთა განხორციელებასაც ის უახლოეს მომავალში გეგმავს. კერძოდ, დაგეგმილია მრგვალი მაგიდა მშობლების მონაწილეობით, ლექცია-სემინარების მოწყობა, პროექტის ფარგლებში მომზადებას 30 მშობელი გაივლის.

ახალგაზრდული პროექტები - იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით უწყება ახორციელებს პროგრამებს: „ჩემი უფროს მეგობარი," „ჩვენი საზოგადოება", „ლიდერთა სკოლა", „არჩევანი შენზეა", „არასრულწლოვანთა განრიდება და მედიაცია". მათი ნაწილი კანონთან  კონფლიქტში მყოფი მოზარდების რეაბილირტაციას ისახავს მიზნად, ნაწილი კი მიმართულია - ახალგაზრდა თაობის ჩართულობისაკენ საზოგადოებრივ აქტივობებში, მათი ინფორმირებულობისაკენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, რთულ და წინააღმდეგობრივ ასაკში სწორი პრიორიტეტებისა და ორიენტირების ჩამოყალიბებისაკენ.

ამ საქმიანობაში საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაცების მოზიდვის მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომელთა  ფარგლებშიც გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით, დანაშაულის პრევენციისათვის პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას შეძლებენ.

არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით, საგრანტო კონკურსი იუსტიციის სამინისტრომ 2012 წლის 5 იანვარს გამოაცხადა, გამარჯვებული 8 ორგანიზაცია კი  21 თებერვალს გამოვლინდა.

საგრანტო კომპონენტის განხორციელების უფლება იუსტიციის სამინისტროს 2012 წლის იანვრიდან მიენიჭა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მეცნიერების დასკვნით, გაზიანი სასმელების მიღება ქალებში ინსულტს იწვევს1
საქართველოსა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა2
ძილის წამალმა პაციენტი 7-წლიანი კომიდან გამოიყვანა3
თინა ხიდაშელი პოლიციამ დაკითხა4
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრენეციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X