შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ
ჭიაბერაშვილი დღეს ჯანდაცვის სკოლის პრეზენტაციას დაესწრო და „ჰოსპიტალური მენეჯმენტის"
პროგრამის 21 კურსდამთავრებული სერტიფიკატებით დააჯილდოვა. მინისტრი სასწავლო კურსის
დეტალებით დაინტერესდა და მონაწილეებს გაესაუბრა.
კლინიკების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, საავადმყოფოების
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მართვა, ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
მინისტრის განცხადებით, სამედიცინო ცენტრის სწორი მენეჯმენტი, მოსახლეობისთვის მაღალკვალიფიციური
მომსახურების მიწოდებას განაპირობებს.
„ჰოსპიტალური მენეჯმენტის“ ტრენინგი საქართველოს წამყვანი
კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა გაიარეს. სამომავლოდ კავკასიის
უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლა მომხმარებლებს სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებს
შესთავაზებს.
Internet.ge