შს სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს რიგებში ჩარიცხვის პროცედურა მარტივდება.
ახლო მომავალში, კონკურსის დადგენილი წესით გამოცხადების შემთხვევებში, განაცხადის შევსება და გაგზავნა მონაწილეობის მიღების ნებისმიერ მსურველს, შს სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით (www.police.ge) შეეძლება.
სამინისტროს ინფორმაციით, ასევე
გამარტივებულია
ფიზიკური შესაბამისობის დამადასტურებელი
ფორმალობები
და საჭირო დოკუმენტაციის
90%, აპლიკანტის
მიერ ზედმეტი დროისა და მატერიალური დანახარჯების გარეშე, მოძიებულ იქნება შს სამინისტროს მიერ სპეციალურად ამ მიზნით დანერგილი ახალი ელექტრონული სისტემების მეშვეობით.
internet.ge