30 მაისს საქართველოში პროკურატურის დღე აღინიშნება.
ამასთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში ჟურნალისტებისათვის
მიღება გაიმართა. მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ მედიის წარმომადგენლებს
იმ პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა, რომელსაც პროკურატურა ახორციელებს.
დავით
საყარელიძემ
დანაშაულისა
და უსაფრთხოების კვლევის უკანასკნელ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო,
2011 წლის
მონაცემებით,
კვლავ ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად რჩება. გასულ წელს გამოკითხულთა მხოლოდ 1.2 % გახდა დანაშაულის მსხვერპლი, რაც 15,8%-ით ნაკლებია საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით.
დავით
საყვარელიძემ
იმ პროექტების შესახებაც ისაუბრა, რომელთა განხორციელების საშუალება, საქართველოს პროკურატურას სწორედ დანაშაულთან ბრძოლაში მიღწეული წარმატების შემდეგ მიეცა. მისი თქმით, დღეს-დღეობით პროკურატურის ამოცანაა, შეინარჩუნოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაღალი ხარისხი და პარალელურად, მოხდეს სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, სასჯელის არასაპატიმრო, ალტერნატიული მეთოდების გამოყენება, განსაკუთრებით -
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულებაში.
დავით
საყარელიძემ
ისაუბრა „სრულწლოვანთა განრიდების",
„საზოგადოებისათვის
სასარგებლო
შრომის"
პროგრამებზე,
განსაკუთრებული
ყურადღება
კი „არასრულწლოვანთა
განრიდებისა
და მედიაციის"
პროექტს დაუთმო, რომელიც 2010 წლის ბოლოს, საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა, დღეს კი უკვე საქართველოს 15 ქალაქში ფუნქციონირებს. მისი საშუალებით, „კიდევ ერთი შანსი" უკვე 145 მოზარდს მიეცა, პროკურორის გადაწყვეტილებით, ისინი განერიდნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და კანონთან
კონფლიქტი
მათთვის ნასამართლეობის გარეშე დასრულდა.
მთავარი
პროკურორის
პირველმა მოადგილემ ქვეყნის ახალ ნარკოპოლიტიკაზეც
ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე დაწყებულია სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ბაზალეთზე, სადაც ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, გათავისუფლდნენ ნარკოდამოკიდებულებისაგან.
პროკურატურის
მუშაკთა დღე 1999 წლიდან აღინიშნება. პროფესიული დღესასწაული წელს ქართველმა პროკურორებმა მედიასთან შეხვედრის ფორმატში აღნიშნეს.
Internet.ge