GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საია ბიძინა გიორგობიანის დაჯარიმებას უკანონოდ მიიჩნევს
18:28 30.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ბიძინა გიორგობიანის დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება და მას უკანონოდ მიიჩნევს.

საიას შეფასებით, მოცემულ საქმეზე საქართველოს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური გასცდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, საიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„ბიძინა გიორგობიანი გამორიცხავს განხორციელებული ტრანზაქციის პოლიტიკურ შინაარსს და აცხადებს, რომ ის არ არის არც საქართველოს კონსერვატიული პარტიის საერთაშორისო მდივანი და არც პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი. მონიტორინგის სამსახური ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის 10 მაისს ბიძინა გიორგობიანისთვის ცნობილი იყო ფონდი „ქომაგის“ მონიტორინგის სუბიექტად მიჩნევის და შესაბამისად, მასზე პარტიებისათვის დადგენილი შეზღუდვების გავრცელების თაობაზე. მიგვაჩნია, რომ დადგენილება ბიძინა გიორგობიანის დაჯარიმების თაობაზე არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს“,-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 28 მაისს ბიძინა გიორგობიანი ააიპ „ფონდი ქომაგის“ ანგარიშზე განხორციელებული უკანონო შემოწირულობის გამო, გადარიცხული თანხის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აშშ-ში შოკისმომგვრელი პაპირუსი გამოაქვეყნეს, რომელშიც ნახსენებია, რომ იესოს ცოლი ჰყავდა1
მერაბიშვილის გაპრემიერებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 32% მიესალმება2
გაზიანი სასმელი მეტაბოლიზმს რადიკალურად ცვლის3
ეროვნული კომისია: სატელევიზიო სიგნალის დახურვა ე.წ. სკრემბლერების გამოყენებით არის შესაძლებელი4
მესტიაში ჩარჩენილ რუს ტურისტებს თეთნულდის მთიდან დღის ბოლოს ჩამოიყვანენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X