შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეკატერინე ზღულაძის განცხადებით, ხაშურის პოლიციაში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის საქმის ობიექტური გამოძიებით, შს სამინისტროა დაინტერესებული.
როგორც პარლამენტში, სამთავრობო საათზე, ზღულაძემ განაცხადა, საქმესთან დაკავშირებით, პირველადი ექსპერტიზა უკვე მომზადებულია და ამ ექპერტიზას ეჭქვეშ არავინ არ აყენებს.
მისი თქმით, ამ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, ის სამინისტროს ყველა თანამშრომლის სახელით, წუხილს გამოხატავს.
“დეპუტატების შეკითხვის მეორე ნაწილი უცნაური იყო, რადგან ჭირისუფლის გადასაწყვეტია - მიცვალებული რა ვითარებაში გააცილოს და ამას, ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ოჯახის წევრებმა, ამასთან დაკავშირევით კომენტარები გააკეთეს, მათ შორის სატელევიზიო და ვთვლი, რომ ეს თემა ამოწურულია”, - განაცხადა ზღულაძემ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ფაქტზე, ვანო მერაბიშვილმა მყისიერი რეაგირება მოახდინა - ხაშურის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადააყენა და იგი კადრების განკარგულებაში იმყოფება.
“ამ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, სამინისტროს ყველა თანამშრომლის სახელით წუხილს გამოვხატავთ. გარდა იმისა, რომ ეს უმძისი ტრაგედია იყო ოჯახისთვის, თუ ეს ფაქტი ბუნდოვანი დარჩა, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ყველა იმ რეფორმას და მიღწევას, რაც პოლიციაში გვაქვს. ამიტომ, ამ საქმის გამოსაძიებით სამინისტროა დაინტერესებული. მინისტრის დავალებით, უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდა, გაიზარდა ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა, მის დაქვემდებარებაში შენობაში ნებისმიერი პირის დამატებით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ყველა პოლიციელს აეკრძალა ოჯახთან ნებისმიერი კომუნიკაცია, მათ შორის სამძიმარზე მისვლა. იმიტომ, რომ ეს საგამოძიებო პროცესზე, ირიბ ზეწოლად არ ჩათვლილიყო. ამასთან, მინისტრმა, პირად კონტროლზე აიყვანა ის პოლიციელები, ვინც შენობაში იმ დროს იმყოფებოდა. ისინი ეფექტურად თანამშრომლობენ პროკურატურასთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, სამინისტრო თავის მორალურ პასუხისმგებლობას აცნობიერებს”, - დასძინა მან.
ზღულაძემ პოლიციელების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შარშან, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, სხვადასხვა ტიპის სამსახურებრივი გადაცდენისა და უკანონო ქმედებისთვის 1093 პოლიციელის პასუხისმგებლობა დააყენა.
“აქედან ნაწილი, სამინისტროს მიერ გამოვლინდა, ნაწილი კი, პრესისა და არასამთავროების მიერ. ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებობს საკუთარი თავის მონიტორინგის ეფექტური სისტემა, მაგრამ ეს სისტემა წარმატებულია მაშინ, როცა არსებობს - საზოგადოების ინტერესი და ამ მონიტორინგში მონაწილეობის სურვილი”, - დასძინა მან.
ზღულაძემ პოლიციელების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შარშან, სამინისტროს გენერალურმაინსპექციამ, სხვადასხვა ტიპის სამსახურებრივი გადაცდენისა და უკანონო ქმედებისთვის 1093 პოლიციელისპასუხისმგებლობა დააყენა.
“აქედან ნაწილი, სამინისტროს მიერ გამოვლინდა, ნაწილი კი, პრესისა და არასამთავროების მიერ. ამით იმის თქმამინდა, რომ საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებობს საკუთარი თავის მონიტორინგის ეფექტურისისტემა, მაგრამ ეს სისტემა წარმატებულია მაშინ, როცა არსებობს - საზოგადოების ინტერესი და ამ მონიტორინგშიმონაწილეობის სურვილი”, - დასძინა მან.
Internet.ge