ჟურნალი „საარქივო
მოამბე“ აქვეყნებს დოკუმენტებს ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც
აქამდე გრიფი „საიდუმლო“ ედო.
"ინტერნეტ.ჯი" გთავაზობთ ამონარიდებს "საარქივო მომაბის" მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან.
დოკუმენტებიდან ირკვევა,
რომ 1977 წელს ზვიად გამსახურდია და
მერაბ კოსტავა დისიდენტური საქმიანობის გამო დააპატიმრეს. იმ დროისთვის ხრუშჩოვის ბრძანების
თანახმად, სსრკ-ის უშიშროების ორგანოებს ექიმებთან ერთად უნდა შეემუშავებინათ კონცეფცია,
რომელშიც მთავარ როლს შიზოფრენიის დიაგნოზი ითამაშებდა.
დაპატიმრებიდან რამდენიმე
თვეში ქართველი დისიდენტები ფსიქიატრიულ გამოკვლევაზე გაუშვეს: გამსახურდია - მოსკოვში,
სერბსკის ფსიქიატრიულ ინსტიტუტში, ხოლო კოსტავა - თბილისში, ორთაჭალის ციხის საავადმყოფოს
ფსიქიატრიულ განყოფილებაში.
სასამართლო-ფსიქიატრიული
ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში ნათქვამია, რომ „გამოკვლევებისას ზ. გამსახურდია
ამტკიცებდა, რომ მისი საჭმელი მოწამლული იყო, რომ მას უთვალთვალებდნენ პროკურორის მიერ
მიგზავნილი ადამიანები, გარშემომყოფებს ეჭვის თვალით უყურებდა. რეაქტიული დეპრესიიდან
გამოსვლის შემდეგ ცნეს შეურაცხადად“.
დადგენილებაში ასევე,
აღნიშნულია, რომ 1956 წელს გამხასურდია „ავლენდა უნცაურობებს და მკურნალობდა ფსიქიატრთან“,
ხოლო 1958-59 წლებში ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, ექსპერტ-ფსიქიატრებმა დაასკვნეს,
რომ „გამსახურდია ღრმად ფსიქოპათიური პიროვნებაა და რომ წარსულში გადატანილი აქვს შიზოფრენია“.
სერბსკის სასამართლო-ფსიქიატრიულმა
სამცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა გამსახურდია ფსიქიკურად დაავადებულად არ ცნო. თუმცა
დასკვნაში ნათქვამია, რომ „ის არის ფსიქოპათიური პიროვნება, შეპყრობილი „განდიდების
მანიით“ და ახასიათებს ემოციური არამდგრადობა“.
internet.ge