განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე,
ინტერვიუს გამო, რომელიც მან „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მისცა, ბოდიშს
იხდის.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.
სეფერთელაძე აღნიშნავს, რომ დაღლილობისა და დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ, ანერვიულებული
იყო, რამაც გამოიწვია მისი ამ ფორმით ინტერვიუს ჩაწერა.
„მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ „პირველი არხის“ ეთერში გავიდა ჩემი
ინტერვიუ, რომელმაც გამოიწვია არაერთგვაროვანი რეაქცია. 48 საათიანმა უძილო და
რთულმა პერიოდმა მოახდინა გარკვეული ზემოქმედება ჩემზე და გამოიწვია ჩემი
ანერვიულება. მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჩემი ზედმეტი ემოციურობის გამო“ განაცხადა
სეფერთელაძემ.
შეგახსენებთ, რომ კოკა სეფერთელაძემ დავით პაიჭაძის გადაცემა ‘’დიალოგებში"
განაცხადა, რომ განათლების სამინისტრო ორიენტირებულია არა გამოცდებში პედაგოგების
ჩაჭრაზე, არამედ მათთვის კარგი პირობებისა და კომფორტის შექმნაზე.
internet.ge