თბილისის
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,
ნაწილობრივ
დააკმაყოფილდა
ნუგზარ კუციას სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და პირადი
აღრიცხვის
ბარათზე დარიცხული თანხის ჩამოწერის თაობაზე.
კერძოდ,
სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციული
აქტები.
მხარეებს
შორის დავის საგანს, მოსარჩელისათვის,
როგორც ინდივიდუალური მეწარმისათვის დარიცხული დამატებითი ღირებულების გადასახადი წარმოადგენდა.
ლევან
სამხარაულის
სახელობის
სასამართლო
ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროს 2012 წლის 3 მაისის დასკვნით დადგინდა, რომ 2003 წლის საშემოსავლო გადასახადის ყოველწლიურ დეკლარაციაზე არსებული ხელმოწერა არ არის შესრულებული ნუგზარ კუციას მიერ და ასევე, სადავო დამატებითი ღირებულების გადასახადის დეკლარაციებზე განხორციელებული
გადამხდელის
ხელმოწერა ვერ იქნა
დადასტურებული,
რომ შესრულებულია მოსარჩელის მიერ.
სასამართლო
გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ სარჩელი
ნაწილობრივ
უნდა დაკმაყოფილდეს. სადავო აქტები ადმინისტრაციულმა
ორგანომ გამოსცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რადგან არ დადასტურდა სადავო დამატებითი ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურებზე კონკრეტულად მოსარჩელის ხელმოწერა.
internet.ge