დიდუბე–ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა,
დავით
დაღელაშვილმა დღეს, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალერა და მოსახლეობას შეხვდა.
მერიის ინფორმაციით, წერეთლის N 97–ში, 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე, კაპიტალურად იგება ასფალტის საფარი, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.
აღნიშნულ სამუშაოებს საგზაო კომპანია „ელფია“ ახორციელებს. სამუშაოებზე სულ 15 ადამიანია დასაქმებული.
„გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებულ გადაადგილების პრობლემას მოუხსნის. უახლოესი ორი წლის განმავლობაში კი, თბილისის მერია, ქალაქის ყველა უბანში შიდა კვარტალური გზების რეაბილიტაციას დაასრულებს“,- აცხადებენ მერიაში.
internet.ge