GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„განრიდებისა და მედიაციის“ პროგრამის ბენეფიციარები „წიგნის კლუბის“ პროექტში ჩაერთვნენ
16:53 31.05.2012
დღის სიახლეები

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროში  „წიგნის კლუბის“  შეხვედრა გაიმართა, რომელშიც, ისნის #12 სკოლის მოსწავლეებთან ერთად  „განრიდებისა და მედიაციის პროექტის“ ბენეფიციარებიც მონაწილეობდნენ. 

ახალგაზრდა მკითხველები რამდენიმე საათის მანძილზე ისმენდნენ ერიკ შმიდტის რომანის „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“ მთავარი გმირის - უკურნებელი სენით დაავადებული ბიჭუნას სიცოცხლის უკანსკნელი თორმეტი დღის ისტორიას. კითხვის დასრულების შემდეგ ნაწარმოების განხილვა გაიმართა.

„წიგნის კლუბის“ გარდა, „არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის“ პროექტის ბენეფიციარები მოანწილეობას  სხვა  პროგრამებში შეძლებენ.  „გზა წარმატებისკენ“  არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი გვერდის“  მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამაში ჩართული ახალგაზრდები ცნობილ, წარმატებულ და მათთვის საინტერესო პიროვნებებს - მწერლებს, სპოტსმენებს, საზოგადო მოღვაწეებს ხვდებიან, აწყობენ ფილმების ჩვენებებსა და განხილვას.

პროექტ „ორი თაობის“ ფარგლებში კი ისინი, იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლებთნ ერთად ერთად, მოხუცებულთა თავშესაფარს სტუმრობენ და ახლობლების მზრუნველობას მოკლებულ ხანდაზმულებს ყოფით საქმიანობაში ეხმარებიან, ულაგებენ ოთახებს, უკითხავენ გაზეთებს, ასეირნებენ.

იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდული პროექტების მიზანს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია და კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდთა რეინტეგრაცია წარმოადგენს. ამ მიზნით უწყება  მჭიდროდ თანამშრომლობს არასამთავრობო  ორგანიზაციებთანაც. წელს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში,  მოზარდთა დანაშაულის თავიდან არიდებაზე, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად,  რვა არასამთავრობო ორგანიზაციაც ზრუნავს.

იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ პროექტი - „არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა“  2010 წლის ბოლოს, საქართველოს ხუთ ქალაქში, საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა და დღეს უკვე  15 ქალაქს მოიცავს. მის ფარგლებში  სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას უკვე 150 არასრულწლოვანი განერიდა. კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებს იუსტიციის სამინისტრომ და მთავარმა პროკურატურამ კიდევ ერთი სიახლე შესთავაზა, ისინი  უწყების სხვა ახალგაზრდულ პროექტებში - „წიგნის კლუბი,“ „გზა წარმატებისაკენ“ და „ორი თაობა“ ჩართვასაც შეძლებენ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კისლოვოდსკში 19 წლის ქართველს ყელი გამოჭრეს1
მაია მიმინოშვილი ხვალ ყველა კითხვას პასუხს გასცემს2
კრიმინალური ქრონიკა3
ომში დაღუპული კაპრალის ოჯახს ვახტანგ კაპანაძემ მიუსამძიმრა4
ლევან კორინთელს დღეს დაკრძალავენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X