გიორგი კაპანაძე: ჰაკერული თავდასხმა შესაძლოა მდიდარი პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ განხორციელდა
გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე, საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „პრესა.ჯი“-სა
და „დრონი.ჯი“-ზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.
სწორედ ამ დროიდან მუშაობენ ტექნიკური თანამშრომლები ვებ-გვერდების
აღდგენაზე. სპეციალისტების განცხადებით, ეს იყო საკმაოდ მძლავრი ჰაკერული შეტევა,
რომელმაც სერვერის დაზიანება გამოიწვია.
ვებ-გვერდის აღდგენით სამუშაოებთან ერთად მიმდინარეობს ჰაკერული
თავდასხმის ავტორთა ვინაობის დადგენაც.
„კავკასიის ინტერნეტ-მედია ჯგუფის“ დირექტორის, გიორგი კაპანაძის
განცხადებით, არსებობს ვარაუდი, რომ ჰაკერული შეტევა ვებ-გვერდებზე, ერთ-ერთი
მდიდარი პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან განხორციელდა.
„მათ ყველაზე მეტად აწუხებთ ამ საიტების არსებობა და განსაკუთრებული
პოპულარობა“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.
საკითხის გარკვევის მიზნით უკვე მუშაობენ სამართალდამცველები.
Internet.ge