მესტიის
რაიონის სოფელ ჭუბერში სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა.
მდინარე
ნენსკრაში დაკარგულ სამ ადამიანს მე-4 დღეა ეძებენ. მათ შორის ერთ-ერთი 13 წლის
მოზარდია.
სამძებრო
სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სამეგრელო-ზემო სვანეთის
რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლები და ადგილობრივებიც ეხმარებიან.
მესტიის
რაიონის სოფელ ჭუბერში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.
Internet.ge