თბილისის სხვადასხვა ქვესადგურებზე სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 11:00-დან 16:00 საათამდე ქალაქის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება
შეეზღუდება.
როგორც
"ინტერნეტ.ჯი"-ს "თელასიდან" აცნობეს, შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის, ისანის, ვაზისუბანის, ვარკეთილის,
ნუცუბიძის პლატოს და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიას.
სარემონტო სამუშაოები თბილისის სხვადასხვა
უბანში, სხვადასხვა დროს დასრულდება, ამიტომ 16:00 საათამდე შეზღუდვების მქონე
უბნებს ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება.
Internet.ge