GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სახალხო დამცველი ბავშვებს მიმართავს
11:31 01.06.2012
დღის სიახლეები

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბავშვებისთვის მიმართვას ავრცელებს.

სახალხო დამცველის განცხადებით, უფროსებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ბავშვების აზრის გათვალისინება მათი ვალია.

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, ყველა ბავშვის უფლებაა თანაბრად იყოს დაცული მათი ინტერესები მიუხედავად - რელიგიის, ეროვნების, კანის ფერისა და სხვა განსხვავებებისა.

„ყველა თქვენგანის უფლებაა დაცული იყოს თქვენი ჭეშმარიტი ინტერესი, რომელიც გულისხმობს ბავშვთა კონვენციით აღიარებული ყველა უფლების დაცვისა და რეალიზაციის უზრუნველყოფას. მნიშვნელოვანია, ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც ეხება თქვენს განათლებას, აღზრდას, კეთილდღეობას თუ პირად ცხოვრებას, წამყვანი ღირებულება ენიჭებოდეს თქვენს ჭეშმარიტ ინტერესს. ამ უკანასკნელის განსაზღვრაში მშობლები და სხვა თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები მხარდამჭერად იგულეთ. ბავშვის საუკეთესო ინტერესი, ანუ ბავშვის უფლებებზე დამყარებული მოქმედება ყველა უფროსისათვის მთავარი ცხოვრებისეული პრინციპი უნდა იყოს“,- ნათქვამია მიმართვაში.

ტუღუშის განცხადებით,  ბავშვის უფლებაა გამოთქვას აზრი და მონაწილეობა მიიღოს საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში.

„თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ და გამოხატოთ აზრი, მოგისმინონ და თქვენთან ერთად იმსჯელონ, გაითვალისწინონ და გაიზიარონ ის. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ამ აზრის ჩამოყალიბებაში უფროსებმა გაგიწიონ დახმარება თქვენთვის აუცილებელი და სასარგებლო ინფორმაციის მოწოდებით. პოზიტიური შედეგები ჩვენს შორის გაზიარებული პასუხისმგებლობით მიიღწევა. თქვენ ხედავთ როგორი მარტივი და ადვილად განსახორციელებელია ბავშვთა უფლებების კონვენციის 4 ძირითადი პრინციპი. სკოლაში, სახლში, საზოგადოებრივ ადგილას თუ სხვა ნებისმიერ ვითარებაში თქვენ ბავშვთა უფლებები თეორიულიდან რეალურად უნდა აქციოთ. გახსოვდეთ, როგორც თქვენი, ასევე თქვენი მეგობრების უფლებების დაცვა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირსეული საქმეა.

ბავშვებო,კიდევ ერთხელ გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და მჯერა, რომ ამ მიმართვის წაკითხვის შემდეგ, მიხვდებით თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს, რომ თქვენ თავად იცოდეთ და იცავდეთ საკუთარ და სხვა თანატოლების უფლებებს“,- ნათქვამია მიმართვაში.

სახალხო დამცველის თქმით, ადამიანის უფლებები ერთ-ერთი უზენაესი ღირებულებაა სახელმწიფოსთვის და თითოეული ბავშვის წვლილი ამ უფლებების დაცვაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„იმედი გქონდეთ, რომ თქვენი თუნდაც სულ პატარა ნაბიჯი ადამიანის უფლებების დასაცავად, აუცილებლად გამოიწვევს შედეგს და შეცვლის ცხოვრებას უკეთესისკენ. ბავშვებო, თუ თქვენ ბავშვთა უფლებების შესახებ ღიმილითა და იმედიანი განწყობით იფიქრებთ, ჩემთვის მთავარი შედეგი მიღწეული იქნება და ბავშვთა უფლებების დასაცავად ჩვენ ერთად ვიშრომებთ“,- ნათქვამია განცხადებაში. 

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საკაბელო კომპანიების ნაწილმა „მაესტრო“ და „მეცხრე არხი“ საკუთარი ქსელიდან გათიშა1
გაერო: დედამიწის მოსახლეობა სწრაფად ბერდება2
თურქეთის სამთავრობო დელეგაციამ ბათუმის იუსტიციის სახლი დაათვალიერა3
პარლამენტი მიმდინარე კვირას მუშაობას ოფიციალურად ასრულებს4
გივი თარგამაძემ: ვნახოთ, რას მოიტანს საქმის მასალების გაცნობა.5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X