სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დღეს, №17 დაწესებულებაში პირველადი ჯანდაცვისთვის განკუთვნილი მშენებარე სამედიცინო პუნქტი მოინახულა.
სამინისტროს ინფორმაციით, წლის უმთავრესი პრიორიტეტი სამედიცინო სერვისზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რაც პენიტენციურ
სისტემაში
პირველადი
ჯანდაცვის
დანერგვით
სრულფასოვნად
იქნება უზრუნველყოფილი.
რეფორმის
შედეგად ყველა პატიმარს პირადი მკურნალი ექიმი ეყოლება.
ახალი
შენობა კი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება და მასში პირველადი ჯანდაცვის ექვსი გუნდი განთავსდება.
მედპერსონალს
ყველა პირობა ექნება შექმნილი იმისათვის, რომ პენიტენციალურ სისტემაში სამედიცინო სერვისების საჭიროებების ეფექტიანი მიწოდება უზრუნველყოს.
Internet.ge