სახელმწიფო უწყებების აპარატების თანამშრომლებს შორის მინიფეხბურთის ტურნირი ჩატარდება
პარლამენტის, მთავრობის კანცელარიის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრების აპარატების საჯარო მოსამსახურეთა შორის მინიფეხბურთის ტურნირი გაიმართება.
ამასთან
დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა 7 მაისს N619 ბრძანება გამოსცა.
ტურნირი საქართველოს მთავრობის კანცელარიის სპორტულ დარბაზში 30 მაისიდან - 15 ივნისამდე ჩატარდება და მასში 16 სხვადასხვა სახელმწიფო უწყების აპარატი მიიღებს მონაწილეობას.
მონაწილე გუნდები კენჭისყრის შედეგად ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდნენ, სადაც წრიული სისტემით თამაშები გაიმართება.
რაც
შეეხება პარლამენტის აპარატის გუნდს, ის 12 მოთამაშისგან დაკომპლექტდა.
Internet.ge