მიხეილ ცაგარელის ყოველკვირეული პროგნოზი
ზოდიაქოს ნიშნების
მიხედვით:
28 მაისი – 3 ივნისი
ვერძი: გარშემომყოფებთან ურთიერთობაში ინიციატიურობა მეტად პოპულარულს გაგხდით.
თქვენით დაინტერესდებიან ახალი საქმიანი
პარტნიორები და ახალ შემოთავაზებებსაც მიიღებთ. წინასწარი
გათვლების გარეშე ნუ გარისკავთ
და ერიდეთ მოულოდნელობებს. გამოიყენეთ
ეს დრო გავლენიან პირებთან
დასაახლოვებლად. თქვენი სასმოავლო გეგმები დაუკავშირდება ოჯახსა და საყვარელ
ადამიანს. გადადეთ შორეული მოგზაურობები და დასვენებისათვის ხშირად გადით ქალაქიდან
ბუნებაში.
კურო: ცვლილებების
შიშით შეიძლება
გულგრილი იყოთ პერსპექტიული წინადადებების მიმართ. ნუ იზარმაცებთ, რადგან თქვენს კონსტრუქციულობაზე იქნება დამოკიდებული საქმიანი
თანამშრომლობის წარმატება.
შესაძლოა, სერიოზულად გადახედოთ
და შეცვალოთ
სასიყვარულო პარტნიორთან
ურთიერთობა. ფინანსური
მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მოგიწევთ იყოთ მაქსიმალურად პრაქტიკული.
მგზავრობა, ბინის შეცვლა ან რემონტი ბევრ დროს წაგართმევთ.
ტყუპები: მატერიალური
საკითხების გადაწყვეტისას ვერ გადაადგილდებით და ადვილად დაამყარებთ კონტაქტს
კომერციულად საინტერესო
ადამიანებთან. ამაღლებული
განწყობა ჩანაფიქრების
სწრაფად და უპრობლემოდ განხორციელებაში დაგეხმარებათ. ინტელექტუალური საქმიანობა კი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
ფინანსურ საკითხებში
მეტი დაკვირვება
და სიდინჯე გმართებთ. საყვარელ
ადამიანთან რომანტიული
დამოკიდებულება გაზრდის თქვენს თავდაჯერებულობას და ხვალინდელი
დღის იმედს.
კირჩხიბი: გაიზრდება
თქვენი ურთიერთობის
წრე და ინტერესს გამოიჩენთ
რაიმე კონკრეტული
ინფორმაციის მისაღებად. სახლის საქმეები დამღლელი
გახდება და მეტად მოისურვებთ
საზოგადოების ყურადღების
ცენტრში ყოფნას. რაღაც მომენტში
შეიძლება თავისუფლების,
დამოუკიდებლობისა და სიძლიერის სურვილიც
დაგეუფლოთ, რაც უარყოფითად აისახება
საქორწინო ან სასიყვარულო ურთიერთობაზე.
ახალი ფილოსოფიური
ხედვა სურვილების
გაორებას და მიზნებში გაურკვევლობას შემოიტანს.
ლომი: საქმიან პარტნიორებთან ადგილი ექნება გაუგებრობებს.
ეცადეთ თქვენი საქმიანობა შეათანხმოთ
ხელმძღვანელ პირებთან
და კოლეგებთან
და მოიპოვოთ
მათი მხარდაჭერა
ყველა მნიშვნელოვან
საკითხში. ზედმეტ მოვალეობებს ნუ დაიკისრებთ. მოგზაურობების, შეხვედრებისა და გადაადგილებების გაზრდილი
რაოდენობა ბევრ ძალას მოითხოვს
და შინაგან დაძაბულობას გაზრდის,
ამიტომ ეცადეთ დასვენებისთვის გამოიყენოთ
ყოველი თავისუფალი
წუთი. საყვარელ
ადამიანთან გაგიჭირდებათ
გრძნობების გამოხატვა.
ქალწული: სახლისა და ოჯახის საქმეები
ხელს შეგიშლით
ძირითად საქმიანობაში.
საყვარელი ადამიანის
ან მეუღლის ფინანსური პრობლემების
გამო თქვენ მოგიწევთ მისთვის დახმარების გაწევა. რაიმე სფეროში ცოდნის მიღების გარკვეული ციკლის დასრულება დამოკიდებული
იქნება თქვენს ძალისხმევაზე და ეს კარიერულ
წინსვლას შეუწყობს
ხელს. მეგობრები
მუდამ ვერ დაგეხმარებიან თქვენი გეგმების განხორციელებაში, რის გამოც შესაძლოა ზოგიერთ მათგანთან გაგიუარესდეთ
ურთიერთდამოკიდებულება.
სასწორი: მხიარული განწყობა
სასიამოვნოს გახდის თქვენთან ურთიერთობას.
გაიზრდება კონტაქტების
რაოდენობაც. საქმეს შემოქმედებითად შეასრულებთ
და სირთულეებსაც
ადვილად დასძლევთ.
პროფესიულ წინსვლას
განაპირობებს
სტრატეგიულად აზროვნების
უნარი, ინტელიგენტურობა და ტაქტის გრძნობა. თქვენში შეყვარებულ ადამიანთან
კონფლიქტისათვის თავის არიდების გამო შეიძლება მასზე, ან მასთან დაკავშირებულ გარემოებებზე
დამოკიდებული გახდეთ, რაც საყვარელ
ადამიანთან ან მეუღლესთან კონფლიქტის
საბაბი გახდება.
მორიელი: შესაძლოა
საქმიანმა პარტნიორებმა
ან მეუღლემ განსაკუთრებული ინტერესი
გამოიჩინოს თქვენი სხვა
ადამიანებთან ფინანსური ურთიერთობის მიმართ, რაც დაუკავშირდება ნდობის შემცირებას.
უყურადღებოდ ნუ დატოვებთ მათ რჩევებს, რადგან ფინანსურ საკითხებში
დამოუკიდებლად მოქმედებისას
შეიძლება დაუშვათ შეცდომები. პირად ცხოვრებაში გრძნობებში
გაურკვევლობა და მოუწესრიგებელი ურთიერთობა
თქვენი განწყობის
ცვალებადობის მიზეზი გახდება. მოერიდეთ
შორეულ მოგზაურობას.
მშვილდოსანი: მოერიდეთ
საკუთარ თავზე საზოგადოებრივი მოვალეობების
აღებას, რადგან დამატებითი საქმე გაგირთულებთ ცხოვრებას
და პრობლემებს
შეგიქმნით ურთიერთობებში. ახალი საქმეებიდან
მოგების მიღებისას
ნუ ენდობით უცნობ პარტნიორებს
და აუცილებლად
გადაამოწმეთ იურიდიული
და ფინანსური
საბუთები. მოგზაურობა
სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.
კოლეგიალური ან მეგობრული ურთიერთობა
შესაძლოა სიყვარულში
გადაიზარდოს.
თხის რქა: თავდაჯერებულობითა და მიზანდასახულობით ნებისმიერი
წინააღმდეგობის გადალახვისათვის იქნებით მზად. სამსახურში კოლეგები
უშუალო, შინაურულ
და მეგობრულ
ატმოსფეროს შექმნიან,
რაც სასიკეთოდ
აისახება თქვენს შინაგან მდგომარეობასა და შრომისნაყოფიერებაზე. ეს კარგი დროა საქმიანი წრის გასაფართოვებლად, ახალი ნაცნობობისა და სოციალური აქტიურობისათვის. ქალაქგარეთ
გამგზავრება შეიძლება
დამღლელი აღმოჩნდეს
დამატებითი მოვალეობების
შესრულების გამო.
მერწყული: დროებით სამუშაოს შესრულებისას
მოერიდეთ ცვლილებებსა
და ნოვატორულ
მეთოდებს. ნუ დაუპირისპირდებით კოლეგებს
და შეინარჩუნეთ
შინაგანი სიმშვიდე.
გაიზრდება გადაადგილებების, მოგზაურობების, შეხვედრებისა
და მიმოწერის
რაოდენობა. შემოსავლის
ძირითად წყაროს სამსახური წარმოადგენს,
თუმცა ფინანსები
შეიძლება არ გეყოთ ყველა თქვენი ჩანაფიქრის
განსახორციელებლად. ამ პერიოდში სასიყვარულო
განცდები და მღელვარება შეიძლება
მეტად გაგიძლიერდეთ.
თევზები: თქვენს ცხოვრებაში
ბევრი რამ იქნება გაურკვეველი და ხშირად მოგიწევთ
არჩევანის გაკეთება.
განწყობის ცვალებადობა
მიზნებისა და ამოცანების ხშირ ცვლილებას გამოიწვევს.
ეცადეთ არ გაექცეთ რეალობას
და საჭიროების
შემთხვევაში რჩევა ჰკითხეთ ახლობელ ადამიანებს. სიფრთხილე
გმართებთ ფინანსური
პრობლემების მოგვარებისას.
შესაძლოა მოგიწიოთ
შვილების, ან ასაკით უმცროსებისათვის დახმარების გაწევა. პლანეტა ვენერას უკუმოძრაობა თქვენს სასიყვარულო გრძნობებს
მეტად ღრმასა და სტაბილურს
გახდის.
internet.ge