ბავშვთა
დაცვის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის იუსტიციის სახლებმა უფროკლასელებს უმასპინძლა.
იუსტიციის
სამინისტროს
ახალგაზრდული
პროექტის
„ლიდერთა სახლის" ფარგლებში, პროგრამაში ჩართულმა ბავშვებმა, ერთი დღით, საკუთარი შესაძლებლობები იუსტიციის სახლების ოპერატორების საქმიანობაში მოსინჯეს და ერთ
სივრცეში გაერთიანებული სერვისცენტრის მომხმარებლებს სწრაფი, კომფორტული და მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზეს.
იუსტიციის
სახლის ახალგაზრდა სტუმრებმა, სერვისცენტრის გამოცდილი თანამშრომლების დახმარებით, ყველა ოპერაციას წარმატებით გაართვეს თავი. ბავშვები ემსახურებოდნენ იუსტიციის სახლის მომხმარებლებს, მართავდნენ რიგს, იბარებდნენ და გასცემდნენ დოკუმენტებს, დამთვალიერებლებს
კი, სპეციალური ტურების ფარგლებში, მეგზურობასაც უწევდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, არაორდინალური სამუშაო დღის მიუხედავად, იუსტიციის სახლის არც ერთ
მომხმარებელს
დისკომფორტი
არ შექმნია, ყველა მომსახურება მათ სწრაფად, ხარისხიანად და კომფორტულად მიიღეს.
„ლიდერთა
სახლი"
იუსტიციის
სამინისტროს
ახალი პროექტია, რომელიც იუსტიციის სახლებთან ფუნქციონირებს და ბავშვებს მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობს. ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში ეწყობა სპორტული და შემეცნებითი შეჯიბრებები, კინოჩვენებები, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები. პროგრამა მიზანად ისახავს არასრულწლოვანთა
სოციალური
პასუხისმგებლობის
ამაღლებას
და მათი სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობას.
Internet.ge