GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის სამუშაო ჯგუფი დამტკიცდა
09:02 02.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით დიალოგის წარმოებისათვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

2011 წლის 1 დეკემბრის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მე-12 სხდომაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემდგომ ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროკავშირის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ დიალოგის წარმოებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფში შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

თორნიკე გორდაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;

ნინო კალანდაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;

თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;

გიორგი ვაშაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

თამარ ბერუჩაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი;

თამარ კინწურაშვილი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტი) უფროსი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი;

სალომე სამადაშვილი – ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი;

თეა ახვლედიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი;

გიორგი ტაბატაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი;

თინათინ გოლეთიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი;

სამუშაო ჯგუფს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან კოორდინირებულად, სათანადო ღონისძიებების გატარება, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ დიალოგის მომზადებისა და წარმოების მიზნით, საქართველოს პოზიციის შემუშავება დაევალა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ცესკო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის1
საჩხერის სასამართლომ ქურდობაში ბრალდებული გაამართლა2
გიგანტური ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ხალხს შიშის ზარს სცემს (VIDEO)3
პატიმარი ქალი ტიმოშენკოსთან დაკავშირებით კიდევ ერთ სკანდალურ ინტერვიუს იძლევა (VIDEO)4
აფეთქების შედეგად 4 წლის ბავშვმა მძიმე დამწვრობა მიიღო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X