დღეს 11:00 საათზე იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში,
შინდისის 212-ე სკოლის მოსწავლეები და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები ბარათაშვილის
ხიდის საფეხმავლო ნაწილს წარწერებისაგან გაასუფთავებენ და შეღებავენ.
მინი-პროექტების განხორცილებისთვის სკოლის მოსწავლეები იუსტიციის სამინისტროს
ახალგაზრდულ პროგრამაში „ჩვენი პროექტი“ ჩაერთვნენ. პროექტის თანახმად,
საჯარო სკოლის მოსწავლეები საკუთარ იდეებს სოციალურ ქსელში ათავსებენ და მის
რეალიზაციაში დახმარებას პროგრამაში ჩართულ მოხალისეებს და სოციალური ქსელის
„ფეისბუქის“ მომხმარებლებს სთხოვენ. პროექტების ნახვა და მათთვის ხმის მიცემა
დაინტერესებულ პირებს ელექტრონულ მისამართზე https://apps.facebook.com/chveniproekti/default.aspx
შეუძლიათ. იუსტიციის სამინისტროს
თანამშრომლები ბავშვებს გამარჯვებული იდეის განხორციელებისათვის საჭირო ნივთების
შეძენაში ეხმარებიან, შემდეგ კი სკოლის
მოსწავლეებთან ერთად პროცესშიც ერთვებიან.
ხიდის რესტავრაციის პროექტთან ერთად, ამჯერად, სკოლის მოსაწავლეებმა
დასუფთავების, გამწვანებისა და ფოტოების ჩარჩოების დასამზადებელი დანადგარის
შეძენის პროექტებიც წარმოადგინეს, თუმცა, გამარჯვება ბარათაშვილის ხიდის
რესტავრაციის იდეას ერგო.
„ჩვენ პროექტი“ სულ ერთი თვეა, რაც
ხორციელდება. მისი მიზანი სკოლის მოსწავლეებში
სამოქალაქო აქტივობის ზრდისა და
მოხალისეობის იდეის ხელშეწყობაა.
internet.ge