GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პოლონეთის გენპროკურატურა ლეხ კაჩინსკის ოჯახის ეჭვებს არ იზიარებს
10:49 30.03.2012
დღის სიახლეები

პოლონეთის ხელისუფლება არ მიიჩნევს საჭიროდ სმოლენსკის კატასტროფის ხელახლა გამოძიებას, რადგან თვლის, რომ ყველაფერი უკვე გარკვეულია. ოფიციალური ვარშავა არ იზიარებს დაღუპული პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ქალიშვილის ეჭვებს, რომელიც მან ევროპელ დეპუტატებს გუშინ გააცნო.

პოლონეთის გენერალური პროკურატურა სასწრაფოდ გამოეხმაურა ევროპარლამენტში სმოლენსკის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამართულ ღია მოსმენას, რომელზეც ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პრეზიდენტ ლეხ კაჩინკსის ქალიშვილმა, მარტა კაჩინსკაიამ და ძმამ, იაროსლავ კაჩინსკიმ უნდობლობა გამოუცხადეს კატასტროფის მიზეზების ოფიციალურ ვერსიას და უკვე მერამდენედ განაცხადეს, რომ სმოლენსკის ტრაგედია უფრო ტერაქტს ჰგავს.

პოლონეთის გენერალურმა პროკურორმა, ანჟეი სერემეტმა, ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ ვერანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს კატასტროფა იყო ტერაქტი ან პოლიტიკური მკვლელობა“.

როგორც ცნობილია, მარტა კაჩინსკაიამ ევროპარლამენტს საერთაშორისო კომისიის შექმნა და კატასტროფის ნამდვილი მიზეზების გამოძიება სთხოვა. ის, ისევე როგორც სხვა დაღუპული პირების ოჯახები მიიჩნევს, რომ პოლონური და რუსული მხარეების მიერ ჩატარებულ გამოძიებებსა და დასკვნებში ბევრი რამ ბადებს ეჭვს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი გელა გელაშვილი იქნება2
საგარეო უწყება პერევში დაკავებული შსს-ს თანამშრომლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს3
"მეცხრე არხი": რუსეთმა საქართველოში ჯარები ლეგალურად შეიყვანა (VIDEO)4
ბაღათურია შაშკინს კრიტიკის გამო საყვედურობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X