ლაინერს, რომლის
სიგრძეც 300 მეტრია, წყლიდან წყალქვეშა პლატფორმის დახმარებით ამოიტანენ. მას
იტალიის ერთ-ერთ პორტში განათავსებენ, სადაც შემდეგ ექსპერტები გადაწყვეტენ,
დაექვემდებარება თუ არა ის აღდგენას, თუ მისი უტილიზაცია იქნება საჭირო.
„კოსტა-კონკორდიას“ წყლიდან ამოტანის ოპერაცია დაახლოებით 300 მილიონი დოლარი
ჯდება. ეს თანხა თავად ლაინერის ღირებულების ნახევარზე მეტია. პროცესი ერთ წელზე
მეტ ხანს გასტანს.
ლაინერს წყლიდან
ამერიკული კომპანია ამოიყვანს, რომელმაც სპეციალური კონკურსი მოიგო. კომპანიის
ხელმძღვანელმა
განაცხადა, მაქსიმალურად ეცდებიან გემის წყლიდან ამოყვანის დროს გარემო არ დააზიანონ.
ტურისტული
ლაინერი „კოსტა-კონკორდია“14 იანვარს ჩაიძირა. ბორტზე 4200 ადამიანი იმყოფებოდა.
იფიციალურად დადასტურდა, რომ კატატსროფის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა. 2 ადამიანი
კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
internet.ge