შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
მონაცემების მიხედვით, 2011 წელს საქართველოში 2
822 363 ვიზიტი
განხორციელდა.
რაც შეეხება 2012 წლის მხოლოდ პირველ 5 თვეს, ქვეყანა უკვე 1 299 685-ჯერ მოინახულეს, რაც პრაქტიკულად წინა წლის მონაცემების ნახევარია, ხოლო მიმდინარე წლის უშუალოდ მაისის თვე კი 321 164 ვიზიტით განისაზღვრა, რაც გასული წლის იგივე საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 57.3 პროცენტით მეტია და აღემატება
2011 წლის
ე.წ. ”საკურორტო სეზონის” თვეების (ივლისი-აგვისტო) მონაცემებსაც.
ზოგადად
კი, წინა წელთან შედარებით, მიმდინარე კალენდარული წლის პირველ 5-თვიან ინტერვალში ვიზიტების რაოდენობის საშუალო ყოველთვიური
48.2%-იანი
ზრდა ფიქსირდება.
შსს ინფორმაციით, 2012 წლის პირველ 5 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი კვლავ თურქეთიდან
(+105.2%), აზერბაიჯანიდან
(+26.3%), სომხეთიდან
(+38.2%), რუსეთიდან
(+99.2%), უკრაინიდან
(+20.5%) და
ირანიდან
(+109%) შემოვიდა.
ასევე მნიშვნელოვანი მატება ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან,
საიდანაც სტუმრების ჩამოსვლების რაოდენობამ მაისის თვეშიც გადააჭარბა უკრაინისა და ირანის მაჩვენებლებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია გამორჩეული აქტივობა მოლდოვისა და ავსტრიის მოქალაქეების მხრიდან, სადაც შესაბამისად 74%
და 71%-იანი მატება აღინიშნა.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით,
2012 წლის
პირველი მარტიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის
მიმოსვლის
უვიზო რეჟიმის ცალმხრივად დაწესების შემდეგ, საქართველოში ამ ქვეყნიდან ვიზიტების როდენობა საგრძნობლად გაიზარდა და მხოლოდ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მარტის თვეში გასამმაგდა, ხოლო აპრილის თვეში გაოთხმაგდა კიდეც. ანალოგიური გაოთხმაგებული ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება მიმდინარე თვეშიც. ამასთან, რუსეთის ფედერაციიდან ვიზიტორთა რაოდენობების ჯამურმა მატებამ მაისის თვეში, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით 99.2% შეადგინა.
სავიზო რეჟიმის გაუქმების თარიღიდან კი, ვიზების
გაუქმების
ეფექტიანობის
გაშუალებული
ინდექსი, რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობის კუმულაციურ 85%-იან ზრდაში გამოისახება.
internet.ge