GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მსჯავრდებულთა ‘’პენ მარათონი" დაიწყო
12:47 02.06.2012
დღის სიახლეები

სასჯელაღსრულების №15 და №16 დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ‘’პენ მარათონი" დაიწყო.

ლიტერატურული კონკურსი საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა ”დავითიანის” ინიციატივითა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ხელშეწყობით მიმდინარეობს.

საკონკურსოდ შერჩეულ ნამუშევრებს განიხილავს ჟიური თანამედროვე ავტორების - ნენე კვინიკაძის, დათო ტურაშვილის, ირმა კახურაშვილის, ზაალ ჩხეიძის და გიორგი კეკელიძის შემადგენლობით.

სამინისტროს ინფორმაციით, ‘’პენ მარათონში" მონაწილეობა 200-ზე მეტმა მსჯავრდებულმა მიიღო. აღნიშნულმა ღონისძიებამ კი, პენიტენციურ სისტემაში უკვე ტრადიციული სახე მიიღო და ლიტერატურული კონკურსი მომავალშიც  გაიმართება.

„სამინისტრო ყოველთვის ხელს უწყობს დაწესებულებებში ისეთი ღონისძიებების ჩატარებას, რომელიც მსჯავრდებულთა რეაბილიტაციას ემსახურება“,- აცხადებენ სამინისტროში.

კონკურსის სამ გამარჯვებულს საპატრიარქოს მიერ დაწესებული სხვადასხვა სახის პრიზი გადაეცემა.

10 საუკეთესო ნამუშევარი განთავსდება ვებ-გვერდზე www.lib.ge, ასევე ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა მსჯავრდებულთა ნაშრომების პრეზენტაცია.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიქსუ პაატელაინენი: საქართველოს დაცვა უნდა გავტეხოთ1
"ბილაინის" ოფისის გაძარცვაზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება2
საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით ტერმინები „დედა“ და „მამა“ გაუქმდება3
აზერბაიჯანმა სომხეთს ყარაბაღის ოკუპაციით მიყენებული ზარალის ანგარიში წარუდგინა4
პრეზიდენტის ინიციატივით გამოცდები წლის განმავლობაში რამდენჯერმე გაიმართება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X