დღეს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ტემპერატურა 20 გრადუსამდე
მოიმატებს.
როგორც „ინტერნეტ.ჯის“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი
პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, დღეს, ტემპერატურის
მატებას ვარაუდობენ, თუმცა ხვალიდან, 3 აპრილის ჩათვლით,
ტემპერატურა კვლავ დაიკლებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ დასავლეთ საქართველოში წვიმაა
ნავარაუდები, ტემპერატურა 14-15 გრადუსამდე დაიკლებს, მაღალმთიან რაიონებში კი
თოვლია მოსალოდნელი.
ასევე, ხვალიდან ტემპერატურა დაიკლებს აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც
ქარი და წვიმაა გამოცხადებული.
გარემოს ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 აპრილიდან, საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე ტემპერატურა კვლავ მოიმატებს.
internet.ge