ბრიტანელ ჟურნალისტებს
ხელთ ჩაუვარდათ სპეციალური ინსტრუქცია, რომლიდანაც ჩანს, თუ რა ინფორმაციას ეძებენ
ინტერნეტში ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების სამინისტროს თანამშრომლები. აშშ-ის სპეცსამსახურები
მუდმივ მონიტორინგს უწევენ ინტერნეტში არსებულ ინფორმაციას, მათ შორის, ელექტრონულ
წერილებსაც.
ტერორისტული და მსგავსი
დაჯგუფებების მხრიდან შესაძლო მუქარა 14 თემატურ ჯგუფში ერთიანდება, რომელთა შორისაა
ტერორიზმი, ჯანმრთელობა, იმიგრაცია და კატასტროფა.
გარდა ამისა, ანალიზს
ექვემდებარება ის შეტყობინებები, რომლებიც მოიცავენ საეჭვო სიტყვებს. სულ 377 ასეთი
სიტყვაა გამოყოფილი. მათ შორისაა: მიზანი, ორგანიზაციული დანაშაული, სოციალური მედია,
ხიდი, თვითმფრინავი, ორგანიზაცია, მეტრო, არალეგალური იმიგრაცია, ვირუსი.
ამ ჩამონათვალში შედიან
ქვეყნებიც, რომელთა ხსენებაც ამერიკელი ანალიტიკოსების ყურადღებას იპყრობს. ასეთი ქვეყნებია
ჩინეთი, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (ჩრ. კორეა), მექსიკა, კოლუმბია, ავღანეთი,
ირანი, ერაყი, პაკისტანი, იემენი, სომალი, ნიგერია.
ბრიტანული მედიასაშუალებები
განსაკუთრებით ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ამერიკული სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრში
ამჟამად სოციალური ქსელი Facebook-ია მოქცეული. სოციალურ ქსელს 900 მილიონამდე მომხმარებელი
ჰყავს და მისი გვერდები პირადი ინფორმაციისა და ფოტოების უდიდეს რაოდენობას შეიცავს.
internet.ge