მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 4 ივნისისთვის
08:28 04.06.2012
|
დღის სიახლეები
|
მიხეილ ცაგარელი: გეომაგნიტური დღეა.
გილოცავთ წმინდა სამების დღეს! ხვალინდელი მთვარის დაბნელების წინ მოერიდეთ მძიმე და რთული საქმეების შესრულებას და სტრესულ სიტუაციებს. დაისვენეთ. ეკონტაქტეთ ბუნებას, სასიამოვნო ადამიანებს, ხელოვნებას. აკონტროლეთ ემოციები და ეცადეთ არ მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეშ.
მინერალებიდან სასიკეთოა: ფირუზი, გიშერი, მარჯანი, სერდოლიკი, ცირკონი და ჯესპლიტი.
ფერებიდან დადებითია: წითელი, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ყვითელი. კარგი სიზმრები ახდება. მაღალია სექსუალური ძალადობის ალბათობა.
ცის კაბადონზე მთვარის კონფლიქტი იუპიტერთან და ნეპტუნთან შექმნის დაძაბულობას სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის, გაამძაფრებს ილუზიებს, შიშებს, ნევროზს, დეპრესიას, პრეტენზიულობას. მოიმატებს ცდუნებების, “თვალის აღების” და სხვა ენერგოდაბინძურების ალბათობა. კარგია ლოცვა, თვითშემეცნება, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება, მასაჟი და თმების შეჭრა (შემდგომ სწრაფად გაიზრდება). მოერიდეთ მშენებლობას, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ფულის ვალში აღებას, მოგზაურობას.
ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება შარდ-სასქესო სისტემა, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი.
დღე დადებითია კუროს, კირჩხიბისა და მორიელისათვის, უარყოფითია – მშვილდოსნისა და მერწყულისათვის.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|