საგარეო უწყება ნიგერიაში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოხატავს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს,
3 ივნისს, ნიგერიის ქალაქ ლაგოსში მომხდარ ავიაკატასტროფასთან
დაკავშირებით,
რომელმაც მრავალრიცხოვანი
მსხვერპლი
და ნგრევა
გამოიწვია.
საქართველო
თანაუგრძნობს
ნიგერიის მთავრობასა და ხალხს, დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.
შეგახსენებთ რომ, ნიგერიის ქალაქ ლაგოსში ავიაკატასტროფას 150
ადამიანი ემსხვერპლა. უცხოური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი
ყველა მგზავრი დაიღუპა. თვითმფრინავი რეისს ნიგერიის დედაქალაქ აბუჯიდან ლაგოსის
მიმართულებით ასრულებდა.
internet.ge