სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ და ქვემო ქართლის
გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ, სოფელ ნახიდურში მცხოვრები ფერმერის - იბრაგიმ
იბრაგიმოვიჩის კუთვნილი 5 ჰექტარი მიწის ფართობი დაათვალიერეს. მინისტრი საადრეო
კარტოფილის წარმოების პროცესს დაესწრო.
"წელს საქართველოში კარტოფილის იმპორტის 100 %-ით ჩანაცვლება მოხდა.
კარტოფილის მოსავლის სიჭარბემ წელს პირველად გამოიწვია ინვესტორების აქტიური
დაინტერესება, რაც კარტოფილის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობაში
გამოიხატება, “ - განაცხადა ზაზა გოროზიამ.
დღესვე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ქვემო ქართლში,
სოფელ ნახიდურის მოსახლეობასაც შეხვდა. მინისტრი ადგილობრივ მცირე და საშუალო
ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებზე
ესაუბრა და განხორციელებული პროექტები გააცნო.
internet.ge