საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, ქუთაისში განახლებულ
სათაფლიის ნაკრძალს გახსნის.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაკრძალის ინფრასტრუქტურის
განახლებისთვის 700 ათასი ლარი დაიხარჯა.
პროექტის ფარგლებში, სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ცენტრალური
შესასვლელის, ვიზიტორთა ცენტრის, დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობის,
მღვიმის სავალი ბილიკისა და საგამოფენო დარბაზის მშენებლობა განხორციელდა.
ასევე, კოლხურ ტყეში სასეირნო ბილიკები და საპიკნიკე ადგილები მოეწყო.
გარემოს დაცვის სამინისტროს და კომპანია BP-ის ხელშეკრულების
თანახმად, სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ინფრასტრუქტურის პროექტის
განხორცილებისთვის კომპანიამ 3,5 მილიონი დოლარის ღირებულების გრანტი გამოყო.
internet.ge