GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ლონდონში დედოფლის იუბილე გრანდიოზული კონცერტით დასრულდა
12:00 05.06.2012
დღის სიახლეები

დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II 60 წლიანი მმართველობისადმი მიძღვნილი სამდღიანი ზეიმის ფარგლებში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ბუკინგემის სასახლეში, ღია ცის ქვეშ მოეწყო. დედოფალი მას შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად დაესწრო.

ვარსკვლავურ კონცერტზე კენჭისყრის პრინციპით უფასოდ 10 ათასი ბილეთი დარიგდა.

დედოფალ ვიქტორიას ძეგლის ირგვლივ მოწყობილ სცენაზე ერთიმეორის მიყოლებით ჩნდებოდნენ ცნობილი მომღერლები: სტივ უანდერი, კაილი მინოუგი, რობი უილიამსი, შირლი ბესი, ასევე, ბრიტანელი „რაინდები“ - პოლ მაკარტნი, ელტონ ჯონი და კლიფ რიჩარდი.

კონცერტის დასრულებისთანავე დედოფალმა სპეციალური ჩირაღდანი აანთო. დანარჩენი 4499 ასეთი ჩირაღდანი აინთო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში - არა მხოლოდ ლონდონის თაუერის კოშკზე და ინგლისისა და შოტლანდიის სამეფო რეზიდენციებში, არამედ კენიის სასტუმროშიც, სადაც 60 წლის წინ დედოფალმა მამამისის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.

ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დაგვირგვინდა.

დედოფლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღეს, ლონდონის ქუჩებში ელისაბედ II ოქროს კარეტით გასეირნებით დასრულდება.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?2
თბილისში მოკლე ხაზიანი სამარშუტო ტაქსები გაძვირდა3
ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებმა საკრებულოსთნ კარვების გაშლა სცადეს4
ნიკა რურუა საზოგადოებას მიმართავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X