ფიფას სამედიცინო მომსახურების ხელმძღვანელმა ჯირი დვორაკმა
განაცხადა, რომ ფეხბურთელები საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებენ, როდესაც საერთაშორისო
შეჯიბრებების დროს აქტიურად იღებენ ტკივილგამაყუჩებლებს.
მისი თქმით, აღნიშნული მედიკამენტები ვნებენ მოთამაშეთა ჯანმრთელობას,
რაც, საბოლოო ჯამში, წერტილს დაუსვამს მათ კარიერას.
როგორც დვორაკმა BBC-სთან აღნიშნა, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
მოთამაშეთა 40% ყოველი მატჩის წინ იღებდა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს. მისივე ინფორმაციით,
ფეხბურთელთა ნაწილი წამლის სამმაგ დოზას მოიხმარდა ყოველი თამაშის დაწყებამდე.
ფიფას წარმომადგენელმა განმარტა, რომ თამაშისას ძლიერი დატვირთვის
დროს მედიკამენტების დიდი დოზით მიღებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ფეხბურთელთა
თირკმლების მდგომარეობაზე. ამიტომაც მან სიფრთხილისკენ მოუწოდა ევრო 2012-ის მონაწილეებს
და ურჩია მათ, თავი შეიკავონ ტკივილგამაყუჩებლების მიღებისგან.
Internet.ge