GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გარემოს დაცვის სამინისტრო 500 ათასამდე ღირებულების პროექტს განახორციელებს
15:35 05.06.2012
დღის სიახლეები

გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე მსოფლიო ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარემ გიორგი შონვაძემ და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

"ეს თანხა მოხმარდება დაცულ ტერიტორიებზე ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნას. ეს ნიშნავს, რომ ამ თანხებიდან მიღებულ სიკეთეს ვიგრძნობთ ყველა ის ადამიანი, ვისაც რაღაც შეხება გვაქვს დაცულ ტერიტორიებთან, ეს იქნება ტურისტი თუ ადმინისტრაცია," - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

"ის რეგიონები, სადაც ჩვენი საქმიანობა ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვის. ჩვენ სხვადასხვა პროექტები გვაქვს რომელზეც მომავალი ორი წლის განმავლობაში ვიმუშავებთ. ეს ეხება პარკებს და დაცულ ტერიტორიებს. პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული ბიზნესის განვითარებას," - აღნიშნა მსოფლიო ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელმა მაიკლ მაიერმა.

ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდება პროექტი, რომელიც მოიცავს დაცულ ტერიტორიებზე, კერძოდ, ლაგოდეხის, ვაშლოვანის, მტირალას და კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნებაზე დაფუძნებული ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნას და ფუნქციონირებას, საკონსერვაციო ტერიტორიისა და სამიზნე ჯგუფებისათვის ტურისტულ პროდუქტებზე მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებას და განხორციელებას.

პროექტის ბიუჯეტი 500 ათასამდე ევროს შეადგენს, რომელიც გერმანიის გარემოს დაცვის (BMU), ბუნების კონსერვაციის და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროების მიერ ფინანსდება.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება1
კახეთში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება2
კორნელია პიპერი: გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება3
ილია მეორე ბოლნისის ეპარქიას მოილოცავს4
ფლორენციაში მონა ლიზას საფლავი აღმოაჩნეს (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X