GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კერვალიშვილი: საქართველოში ტრეფიკინგის არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება
15:55 05.06.2012
დღის სიახლეები

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, რუსუდან კერვალიშვილის მტკიცებით, საქართველოში ტრეფიკინგის არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება. 

როგორც დღევანდელ პლენალურ სხდომაზე, ჯონდი ბაღათურიას საპასუხოდ კერვალიშვილმა აღნიშნა, საქართველო 21-ე საუკუნის მონობად წოდებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„ვამაყოფთ იმით, რომ ამ თვალთაზრისით, ჩვენ პირველ კალათაში ვიმყოფებით. ეს ძალიან დიდი მიღწევაა არა რეგიონალური, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ამიტომ ამას განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. რა თქმა უნდა, თითოეულ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს, მაგრამ არავინ უნდა დაივიწყოს, რომ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სახელმწიფოს მიერ 2006 წლიდან ისეთი ცვლილებები განხორციელდა, რომელმაც ქვეყანა პირველ კალათაში ზედიზედ სამჯერ მოაქცია. ეს უდიდესი წარმატებაა და შესაბამისად, ყველა განცხადებაზე შესაბამისი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება“, – დასძინა კანონმდებელმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია კი აცხადებს, რომ აჭარა საერთაშორისო ტრეფიკინგის ცენტრად იქცა, რაზეც ქართველმა სამართალდამცავებმა რეაგირება უნდა მოახდინონ.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჯეჯელავა: ჩვენ ვაპირებთ, რომ სოფლის სკოლები იყოს ყველაზე მაგარი სკოლები1
საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოსავლების სამსახურის რამდენიმე ათეული ოფიცერი იმყოფება2
ციხეებში ჯანდაცვის მდგომარეობას კურირებას არჩილ თალაკვაძე გაუწევს3
მოსკოვში აფრიკელები, გვარად გაზპრომი და როსნეფტი დააკავეს4
არასამთავრობო ორგანიზაცია ია ფარულავასა და თაკო გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X