გურჯაანის რაიონულ სასამართლოში,
გაზეთ „კახეთის ხმის“ ჟურნალისტის სოფო ნიკოლაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.
როგორც „ინტერნეტ.ჯი"-ს უზენაესი სასამართლოს პრესამსახურში
განუცხადეს, დღევანდელი პროცესის გადადების საფუძველი მხარეთა შუამდგომლობა გახდა.
პრესამსახურის ინფორმაციით, გურჯაანის
სასამართლოში, შემდეგი
პროცესი 2 აპრილს, 13:00
საათზე ჩაინიშნა.
ამ დროისათვის კი, მხარეებს შორის
საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ჟურნალისტი, სოფო ნიკოლაშვილი 31
იანვარს დააკავეს. მას ბრალი შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს
ინსპექტორ-გამომძიებლის, გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა
და იარაღის უკანონოდ ტარებაში ედება.
გუშინ, სამთავრობო საათზე, ნიკოლაშვილზე შს მინისტრის მოადგილე, ეკა
ზღულაძემაც ისაუბრა. “მთავარი ის არის, რომ ამჟამად, ადვოკატი და პროკურატურა შეძლებისდაგვარად მუშაობენ - ნაკლებად მძიმე აღმკვეთ ღონისძიებაზე იმის გათვალისწინებით, რომ თავდამსხმელი ქალბატონია”, - განაცხადა ზღულაძე.
internet.ge