GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
განათლების სამინისტრო: არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიცრუით ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას
09:03 06.06.2012
დღის სიახლეები

განათლების სამინისტრო, მაია მიმინოშვილის მიერ გახმიანებულ ყალბი ატესტატების გაცემის თემას ისევ უბრუნდება და სპეციალური განცხადებით პასუხობს, რომელსაც ‘’ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:

‘’ბოლო დროს უპასუხისმგებლო ადამიანების მხრიდან კვლავ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან ე.წ ყალბი ატესტატების გაცემასთან დაკავშირებით და რითაც მათი მხრიდან  გრძელდება მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც სიცრუით მანიპულირებენ და ამით ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტავს: ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 2011 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოიცა ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი-ბრძანება, რომლის თანახმად, 2011 წლის სკოლის კურსდამთავრებულთათვის განისაზღვრა სპეციალური სერიის მქონე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატების გაცემა. გამონაკლისი დაიშვა იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც სკოლის გამოსაშვევ გამოცდებზე არ დარეგისტრირდნენ ან ვერ მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი სრული ზოგადი განათლების ატესტატის მისაღებად საჭირო საგნებში დადებითი შეფასება.

სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატი მიიღო 2010-2011 სასწავლო წლის 300-მდე კურსდამთავრებულმა. ზემოაღნიშნული ბრძანების მიღების მთავარი მიზანი იყო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განათლების გაგრძელების ხელშეწყობა.

ამასთან, სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატის მქონე მოსწავლეებს არ აქვთ საქართველოში ავტორიზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 12 ივლისის #453  ”უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ხელშეწყობის შესახებ” ბრძანება, როგორც ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი კანონმდებლობის შესაბამისად, არ საჭიროებს რეგისტრაციას ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში. ბრძანების გაცნობა უზრუნველყოფილი იქნა დაინტერესებული პირებისთვის და 2011 წლის ზაფხულში იყო გამოქვეყნებული სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე."

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადადის (VIDEO)1
მარკ ცუკერბერგი დაქორწინდა2
ინა გუდავაძე: შევეცდებით ობიექტურები ვიყოთ3
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პროპორციული სისტემით ”ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს4
ჯაზ კლუბში მომხდარი ინციდენტის მიზეზად ქართველი ტრანსსექსუალი - კესარია სახელდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X