ეგვიპტის
ექს-პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი დეპრესიაშია, მას გახშირებული აქვს გულისცემა და
მომატებული აქვს წნევა - იუწყებიან ეგვიპტური გამოცემები.
84 წლის მუბარაქი
სამუდამო პატიმრობის სასჯელის გამოცხადების შემდეგ ციხის საავადმყოფოში მოათავსეს,
თუმცა ახლა მისი ქაიროს ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანის საკითხი განიხილება,
რადგანაც ციხის სამკურნალო დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა და
პირობები არ არსებობს.
გუშინ მუბარაქმა
უარი თქვა იმ პირებთან კონტაქტზე, რომლებიც მის დახმარებას ცდილობდნენ, მათ შორის,
ციხის საავადმყოფოს ექიმებთან. ის საკვების მიღებაზეც უარს ამბობს. მდგომარეობა
იმდენად მძიმეა, რომ მუბარაქთან შესვლის უფლება მისცეს მის შვილს გამალის, რომელიც
მამის დამშვიდებას შეეცადა.
ძლიერი ნერვული
შეტევა მუბარაქს ციხეში გადაყვანისთანავე დაემართა. ის ტორეში პირდაპირ
სასამართლოს დარბაზიდან მიიყვანეს. ექს-პრეზიდენტს არ უნდოდა თვითმფრინავიდან
ჩამოსვლა და მცველებს 2,5 საათი დასჭირდათ იმისათვის, რომ მუბარაქი თვითმფრინავის
ბორტიდან ციხის შენობაში შეეყვანათ.
internet.ge