სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის სასწავლო ცენტრში, გრძლევადიანი სასწავლო პროგრამის - „უნივერსალური ოფიცერი“ მესამე ეტაპი დაიწყო.
სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, სწავლების დაწყებამდე კურსანტებს პრეტესტი ჩაუტარდათ.
მათივე ინფორმაციით, 9 დღის მანძილზე კურსანტები გაეცნობიან საბადრაგო სამსახურის, კადრების განყოფილებისა და კანცელარიის
მუშაობის სპეციფიკას. ტრენინგის მონაწილეები გაივლიან ისეთ თემებს, როგორიც არის ეფექტური კომუნიკაცია და ორგანიზაციული მენეჯმენტი.
ამასთან, მონაწილეებს ჩაუტარდებათ პრაქტიკული მეცადინეობები სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებასა და აღრიცხვაში, ასევე პირად და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებაში, მონაწილეობას მიიღებენ ბადრაგირებისა და ექსტრადაციის იმიტირებულ პროცესებში.
internet.ge